2025 წლის 7 მარტს 15:00 გაიმართება თსუ მედიცინის ფაკულტეტის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის „კლინიკური და ტრანსლაციური მედიცინა“ დოქტორანტ ალექსანდრე ბოჭორიშვილის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა.
სადისერტაციო ნაშრომის სათაური: „დაბალი ინტენსივობის დარტყმითი (შოკური) ტალღებით მკურნალობის ეფექტურობა და უსაფრთხოება უროლოგიაში“
სამეცნიერო ხელმძღვანელი: პროფესორი თეიმურაზ ჩიგოგიძე
სხდომა გაიმართება მორფოლოგიის ინსტიტუტში, აუდიტორია N201